საკვანძო კომპეტენციების განვითარება

პროგრამის შესახებ

საკვანძო კომპეტენციების განვითარება ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთათვის და მათთვის ვისაც სურს კონკრეტული მიმართულებებით შრომის ბაზარზე დაიმკვიდრონ თავი, მულტილინგვური და პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.

ცალკეული მიზნობრივი ჯგუფისთვის, თანამედროვე მეთოდოლოგიით სპეციალურად შემუშავებული სასწავლო კურსები და სწავლების ჰიბრიდული მოდელი, მსმენელებს შესაძლებლობას მისცემს, უმოკლეს პერიოდში დაძლიან ბარიერები რომელიც ხელს უშლით მათ შრომის ბაზარზე მდგრად დამკვიდრებას ან/და შემდგომ კარიერულ განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში მოსარგებლეთა სწავლების ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო

2026 წელს პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას მიიღებს 200 მოსარგებლე.

სწავლების ფორმატი

პროგრამის ფარგლებში სწავლება განხორციელდება ჰიბრიდული მოდელით, რომელიც აერთიანებს როგორც აუდიტორიულ, ასევე ელექტრონულ (სინქრონულ და ასინქრონულ) სწავლების ფორმებს.

სასწავლო კურსები შემუშავებულია სხვადასხვა პროფესიული მიმართულების საჭიროებების გათვალისწინებით და წარმოადგენს ერთიანი სასწავლო პროცესის თანმიმდევრულ და ურთიერთშემავსებელ ნაწილს, რაც უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის გაღრმავებას და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

სასწავლო პროცესის ელექტრონული ნაწილი განხორციელდება სწავლების მართვის სისტემის (LMS პლატფორმის) მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს – სასწავლო მასალებზე უწყვეტ წვდომას, ინსტრუქტორებთან და ჯგუფის წევრებთან კომუნიკაციას, ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და მსმენელთა პროგრესის მონიტორინგს.

01

აუდიტორიული სწავლება

ტარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში, რაც უზრუნველყოფს პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ტრენერთან პირისპირ მეცადინეობით.

02

სინქრონული ონლაინ სწავლება

რეალურ დროში ხორციელდება ვიდეოკონფერენციების, პირდაპირი ლექციებისა და ჯგუფური აქტივობების საშუალებით, რაც მსმენელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს პერსონალური უკუკავშირი და აქტიურად ჩაერთოს დისკუსიებში.

03

ასინქრონული სწავლება

კი მსმენელს აძლევს თავისუფლებას, შეისწავლოს მასალა მისთვის ხელსაყრელ დროს – ვიდეოჩანაწერების, ელექტრონული სახელმძღვანელოებისა და ინტერაქტიული დავალებების მეშვეობით.

განივითარებთ მოთხოვნად პროფესიულ და მულტილინგვურ უნარებს ჰიბრიდული სწავლების მოდელით, რომელიც აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას და ქმნის ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს.

ინდივიდუალური მენტორინგი, პრაქტიკული მაგალითები და ინტერაქტიული სავარჯიშოები უზრუნველყოფენ თქვენს კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.

მოქნილი გრაფიკი და თანამედროვე ონლაინ სასწავლო პლატფორმა, სწავლებას ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა რეჟიმში დასაქმებული ადამიანებისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს,

სწავლების ყველა ხარჯი სრულად დაფინანსებულია აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ, რაც უზრუნველყოფს პროგრამის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ჩართვის წესი და პირობები

პროგრამაში ჩართვის მსურველი პირები, აუცილებელია:

საკვანძო კომპონენციების განვითარების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერმთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.

✅ რეგისტრირებული იყვნენ ან დარეგისტრირდნენ აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში

✅ სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად.

✅ გაიარონ შერჩევის ეტაპები, რომელიც მოიცავს გასაუბრებას ან/და ტესტირებას

მულტილინგვური დარგობრივი კომპეტენციები

ითვალისწინებს, სტუმართმასპინძლობის და მომსახურების ინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის A1; A2 და B1 ცოდნის დონეების მისაღწევი შედეგებიდან გამომდინარე, ინგლისურის, რუსულის ან გერმანული ენის განვითარებასთან ერთად, პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებას დარგობრივი ტერმინოლოგიის შესწავლით.

ინგლისური
რუსული
გერმანული

სწავლების სტრუქტურა და დონეები

მოდული ითვალისწინებს ენის სწავლის სამ ეტაპს (A1, A2, B1), რაც უზრუნველყოფს სწავლების ინდივიდუალურ დონეზე მორგებას და თანმიმდევრულ პროგრესს. თითოეულ ეტაპზე სწავლება მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს:

  • უცხო ენის საბაზისო კურსი – ლექსიკის, გრამატიკის, მოსმენის, საუბარის, წერითი, კითხვითი უნარების განვითარება
  • პროფესიული თემატიკა და ტერმინოლოგია – სპეციალიზებული ლექსიკა; პროფესიული კომუნიკაციის უნარები; სპეციალიზებული ტექსტების გაგება და პროფესიული მოსმენის უნარები /  რეალური , სამუშაო სიტუაციების სიმულაციები თითოეული პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე.

თანაფარდობა დონეების შესაბამისად:

დონე               უცხო ენის კურსი                   პროფესიული თემატიკა

A1                          80–90%                                        10–20%

A2                          50–60%                                        40–50%

B1                          30–40%                                        60–70%

სწავლება მოიცავს სულ მცირე 84 საკონტაქტო საათს,კვირაში მაქსიმუმ 4 შეხვედრა, საიდანაც 42 საათი ეთმობა აუდიტორიულ სწავლებას,ხოლო 42 საათი ონლაინ სინქრონულ სწავლებაზე მოდის. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობით – არაუმეტეს 90 წუთისა.კურსის საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 4 თვეს.

არ გაუშვა შანსი ხელიდან

დარეგისტრირდი დღესვე

დარგობრივი კომპეტენციები

აღნიშნული კომპონენტი მიზნად ისახავს მომსახურების, სტუმართმასპინძლობის, მრეწველობის და საოფისე საქმის ინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის (საოფისე საქმის სპეციალისტი, მიმტანი, მიღება-განთავსების სპეციალისტი, მედია მარკეტინგის სპეციალისტი, გაყიდვების სპეციალისტი, ინტერიერის დიზაინი, ბუღალტერი, სასაწყობე საქმის სპეციალისტი, მენტორები/პედაგოგები), ცალკეული მიმართულებების მიხედვით სპეციალურად შემუშავებული სასწავლო კურსით სწავლებას, რომელიც მოიცავს თანმდევი პროფესიული კომპეტენციების და რბილი უნარების განვითარებას, რაც მსმენელებს დაეხმარებათ კონკურენტუნარიანობის ზრდაში.

 შემუშავებული სასწავლო კურსი მოიცავს:

  • დარგზე ორიენტირებულ თემატიკას – პროფესიული სასწავლო კურსის თემატიკა მორგებულია კონკრეტული პროფესიული სფეროს საჭიროებებზე;
  • პრაქტიკული მიდგომა -თეორიული სასწავლო მასალის მიღმა, კურსი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ სამუშაო სიტუაციებთან;
  • პროფესიული და დამოუკიდებელი შესრულების უნარების განვითარებას – კურსი ფოკუსირებულია კონკრეტული პოზიციისთვის აუცილებელი პროფესიული უნარების განვითარებაზე და მსმენელს დაკისრებული ამოცანების დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობას აძლევს;
  • პრაქტიკული სავარჯიშოები და სიმულაციებს – სიტუაციური ანალიზი, როლური თამაშები, პროექტების სიმულაცია, პრაქტიკული დავალებები რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული სცენარებით;
  • უნარების შეფასებას – პრაქტიკული დავალებების შესრულების, სიმულაციებში მონაწილეობის და ქეისების ანალიზის შეფასება.

სწავლება მოიცავს სულ მცირე 84 საკონტაქტო საათს, კვირაში მაქსიმუმ 4 შეხვედრა, საიდანაც 42 საათი ეთმობა აუდიტორიულ სწავლებას, ხოლო 42 საათი ონლაინ სინქრონულ სწავლებაზე მოდის. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობით – არანაკლებ 90 და არაუმეტეს 120 წუთისა. კურსის საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 4 თვეს.

სასწავლო კურსის თემატიკა ცალკეული მიმართულებების მიხედვით:

არ გაუშვა შანსი განავითარო შენი პროფესიული კომპეტენციები

 დარეგისტრირდი ახლა.

ხშირად დასმული კითხვები

Leverage agile frameworks to provide a robust synopsis for high level overviews. Iterative approaches to corporate strategy foster collaborative thinking to further the overall value proposition. Organically grow the holistic world view of disruptive innovation via workplace diversity and empowerment.

Leverage agile frameworks to provide a robust synopsis for high level overviews. Iterative approaches to corporate strategy foster collaborative thinking to further the overall value proposition. Organically grow the holistic world view of disruptive innovation via workplace diversity and empowerment.

2026